Tuesday, July 22, 2014

მოდული # 9

კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს სასწავლო პროექტს გავხსენით ჩვენი ელ-ფოსტა გადავედით დრაივში ვნახეთ ჩვენი საქაღალდე და გადავიტანეთ  ჩვენს ბლოგზე.ბლოგზე დავამატეთ  აგრეთვე გაჯეტები ჩემს შესახებ,პროექტებით სწავლება,ბლოგის სტუმრები,სოციოლოგიური გამოკითხვა, ბლოგის არქივი. ყველაფერი კარგად დავახარისხეთ გავაანალიზეთ და შემდეგ გამოვაქვეყნეთ. დავწერეთ აგრეთვე ფურცლები- კონტაქტი,მთავარი,ჩემს შესახებ.ანუ ბოლო მოდული მთლიანად ვიმუშავეთ ბლოგზე, რაც ძალიან ნაყოფიერი იყო.

მოდული #8

ვმუშაობთ პროექტზე  გადავხედეთ უკვე დაწერილ ეტაპებს  და გავაგრძელეთ
მუშაობა და შევავსეთ სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები, ბეჭვდითი მასალები,ინვენტარი/მასალები,ინტერნეტრესურსები  და სხა რესურსები. აგრეთვე ჩავსვით ჩვენი პროექტის შესაბამისი ვიდეო.
კოლეგებესითვის მოდულის  ბოლო ეტაპზე განვაახლე ჩემი ბლოგი, ვიმუშავეთ დრაივში
















მოდული #6

გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა . შევავსეთ პროექტის შემდეგი ეტაპები-დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებების, არაქართულენოვანი მოსწავლეების და  მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის, ამავე დღეს შევქმენით -მასწავლებლის მიერ დამხმარე რესურსის შეთავაზება მოსწავლეთათვის.

მოდული #5

გავაგრძელეთ მუშაობა  ჩვენს პროექტზე , კერძოდ კი  შევავსეთ სასწავლო პროცედურები, კონკრეტულად კი მოსწავლეების საბაზისო ცოდნის შემოწმება და გამყარება,პროექტის გაცნობა კვლევის დაწყება და ნამუშევრების წარმოდგენა.

მოდული 4

ამ სასწავლო  დღეს გავაგრძელეთ  მუშაობა ჩვენს პროექტზე. შევქმენით პროექტის შეფასების კრიტერიუმები და შევინახეთ ჩვენს მთავარ საქაღალდეში -შეფასების ფაილში. გავნაგრეძეთ პროექტზე მუშაობა- კონკრეტულად კი შევავსეთ შემდეგი ეტაპები მოსწავლის შეფასების გეგმა და შეფასების დროის ჩარჩოდა საბაზისო უნარ-ჩვევები.

Wednesday, July 16, 2014

მოდული#3

მოდული  #3.  16 ივლისს ტრადიციისამებრ შევხვდით ერთმანეთს 13 სთ-ზე.
გავხსენით სახელმძღვანელო, გადმოვწერეთ მესამე მოდულიდან  აქტივობა -2 საპრეზენტაციო ფორმატით, წავიკითხეთ (როგორც იქნა) შემდეგ გადმოვწერეთ ნაბიჯი მეორედან MLA და APA დოკუმენტები და ჩვენს საქაღალდეში შევინახეთ.შემდეგ, თუ არ ვცდები გავხსენით ჩვენი ელ-ფოსტა , გავეცანით ე.წ. დრაივის ფუნქციებს და პრაქტიკულადაც ვიმუშავეთ,ავტვირთეთ დრაივში ჩვენი საქაღალდეები, ვისწავლეთ წაშლაც, შემდეგ ვისწავლეთ, როგორ შეიძლება დრაივში ვორდში მუშაობა, და ბოლოს  მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდეების მეგობრებისათვის გაზიარება ანუ ტრენერს გავუგზავნეთ ჩვენი საქაღალდეების ინტერნეტ მისამართები.ახლა კი ბლოგის მისამართიც უნდა გავუგზავნოო.

Tuesday, July 8, 2014

მეორე დღე ტრენინგზე

2014 წლის 7 ივლისს, დღის პირველ საათზე გამოვცხადდი რუსთავის #5 საჯარო  სკოლაში. დაგეგმილი  გვაქვს კომპიუტერული ტექნოლოგიების მესამე ეტაპის სწავლება ეგრედ წოდებული INTELL-ის ტრენინგები. ტრენერი ჩემთვის უცხო არ ყოფილა. საბაზო საფეხური მასთან გავიარე და ამჯერადაც სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა.
    შეიძლება თანმიმდევრულად ვერ გავიხსენო ეს ორი დღე, მაგრამ შევეცდები გავიხსენო მოვლენები  ზედმიწევნით.თავდაპირველად გავხსენით TPDC.GE  საიტი და მოვძებნეთ სახელმძღვანელო- პროექტებით სწავლება, რომელიც რამოდენიმე მოდულისაგან   შედგება.(ცოტა გამიჭირდა სახელმძღვანელოს მოძებნა).შემდეგ ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა მასალები, რომლებსაც  პერიოდულად ვინახავდით კომპიუტერის დე დისკზე  წინასწარ შექმნილ სხვადასხვა დასახელების  საქაღალდეებში აგრეთვე გავეცანით სახელმძღვანელოში არსებულ სხადასხვა პროექტებს,პროექტებზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებს და სხვა უამრავ ინფორმაციას. შემდეგ ჩვენი  ელ- ფოსტები გავხსენით იმისთვის, რომ ახალი ბლოგი შეგვექმნა.(მე სახლში გავხსენი ახალი  ბლოგი. პირველი დღიდან მეტი ვერაფერი  მახსენდება)
მეორე დღეს მასწავლებელმა ისევ სახელმძღვანელო გაგვახსნევინა და დავალებად მოგვცა წაგვეკითხა აქტივობა 2, შემდეგ გადმოვწერეთ რესურსებიდან მასალები რომელიც დაგვეხმარა ჩვენი ბუკლეტის შექმნაში.ბუკლეტი ასე თუ ისე გავაკეთეთ.   ტრენერმა საშინაო  დავალებად მოგვცა - მოგვეფიქრებინა ის პროექტი რომელზეც დანარჩენ დღეებში  ვიმუშავებდით.
მესამე დღე--   გავხსენით ჩვენს მიერ შექმნილი საქაღლდე, რომელშიც გვიდევს დოკუმენტი საწავლო პროექტის გეგმა და დავიწყეთ მისი პუნქტების შევსება:

  • პროექტის შინაარსი
  • 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
  • მიზნები და შედეგები 
  • მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები  შემდეგ ეს  ყველაფერი ავკრიფეთ საპრეზენტაციო პროგრამაში და ამით დავასრულეთ მესამე მოდულის დღე.